Total Pageviews

Saturday, June 16, 2012

ჰავა


ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ჰავის სიმაღლებრივი ზონალობა: დაწყებული ზომიერ ნოტიოდან, დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავით.ზღვის დონიდან 1740 მ-ზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი მშრალი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,9°, იანვრის -5,2°, ივლისის 14,4°, აბსოლუტურ მინიმუმი -34°. ნალექები დაახლ. 800 მმ წელიწადში.
ზღვის დონიდან 1970 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 3,5°, ნალექები 1160 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია (147 მმ), მინიმუმი იანვარში (50 მმ).
2000 მ-ზე უფრო მაღლა ნამდვილზაფხულს მოკლებული ჰავაა.
3650 მ სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა -6,1°, იანვრის -15°. აბსოლუტურ მინიმუმი - 42°. თოვლის საფრის ხანგრძლივობა 277 დღე.

No comments:

Post a Comment