Total Pageviews

Saturday, June 16, 2012

ღირშესანიშნაობები


სოფელ სიონში დგას IX-X სს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა, ე.წ. ხევის სიონი.
სოფელ გარბანის ზემოთ აღმართულია - გარბანის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება IX-X სს. მიჯნას.
მნიშვნელოვანია ასევე გერგეტის სამება. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სამლოცავი იყო. მდინარე სნოსწყლის ნაპირზე განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაკზე აღმართულია სნოს ციხე. მნიშვნელოვანია აგრეთვე არშისა და დარიალის ციხესიმაგრეები.
არშის ციხე აღმართულია ციცაბი კლდეზე. ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნათ. ქართველი მეცნიერის ვახუშტის მიხედვით, არშის ციხე შექმნილია ადამიანის ხელის გარეშე და კაცთაგან შეუვალია.
მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, დაახლ. 4100 მ-ზე. ბეთლემის გამოქვაბული გამოკვლეულ იქნა 1948 წელსქართველი მთამსვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მიერ.

No comments:

Post a Comment