Total Pageviews

Saturday, June 16, 2012

გეოგრაფიული მდებარეობა

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. იგი მდებარეობს დიდი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთაზე. ყაზბეგის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი (94%) მოქცეულია კავკასიონის ჩრდილოეთით, მდინარე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, თერგის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს, ხოლო მცირე ნაწილი, (6%) მოქცეულია კავკასიონის სამხრეთის კალთაზე მდინარე თეთრი არაგვის ხეობის სათავეებთან(სოფლები განისი და ერეთო) და აგრეთვე მოიცავს – გუდაურის სამთო–სათხილამურო კურორტის ტერიტორიას. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჯვრის უღელტეხილით (2374მ.ზ.დ). ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლები დასახლებულია 1630–2400მ ზ/დ სიმაღლეზე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის – ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკები, სამხრეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის–მთიულეთი,გუდამაყარი და პირიქითა ხევსურეთი, სამხრეთ–დასავლეთით ესაზღვრება სამაჩაბლო– ახალგორის მუნიციპალიტეტი და შიდა ქართლის მთიანეთი – ჯავა.

No comments:

Post a Comment