Total Pageviews
Saturday, June 16, 2012
მმართველობა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
დაბის საკრებულო — : სტეფანწმინდა;
თემის საკრებულო — 5: გორისციხე, გუდაური, კობი, სიონი, სნო.

დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარეჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.
სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), პტოლემე - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.
ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეშივახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.
დარიალის ხეობაში მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარიალის ციხე. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დასავლეთიდან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარეჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

დარიალის ხეობაში მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარიალის ციხე. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დასავლეთიდან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.

ბეთლემი (გამოქვაბული )
ბეთლემი, გამოქვაბული ხევში (ყაზბეგის რაიონი), მყინვარწვერის მასივზე, მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულბეთლემის ქედზე (გერგეტისა და აბანოს მყინვარების აუზთა გამყოფი). ზღვის დონიდან დაახლოებით 4100 მ. ბეთლემი გამოკვეთილია ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეში (კლდის ძირიდან 300 მ სიმაღლეზე). ბეთლემი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა".
გერგეტის სამება
გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.
ღირშესანიშნაობები
სოფელ სიონში დგას IX-X სს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა, ე.წ. ხევის სიონი.
მნიშვნელოვანია ასევე გერგეტის სამება. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სამლოცავი იყო. მდინარე სნოსწყლის ნაპირზე განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაკზე აღმართულია სნოს ციხე. მნიშვნელოვანია აგრეთვე არშისა და დარიალის ციხესიმაგრეები.
არშის ციხე აღმართულია ციცაბი კლდეზე. ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნათ. ქართველი მეცნიერის ვახუშტის მიხედვით, არშის ციხე შექმნილია ადამიანის ხელის გარეშე და კაცთაგან შეუვალია.
მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, დაახლ. 4100 მ-ზე. ბეთლემის გამოქვაბული გამოკვლეულ იქნა 1948 წელსქართველი მთამსვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მიერ.
კულტურა
მუნიციპალიტეტში 11 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 11 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).
ეკონომიკა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 400 კვ.კმ.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის ძირითადია მეცხოველეობა (მეცხვარეობა და მესაქონლეობა). სასათბურე მეურნეობებში მოჰყავთ აგრეთვე ბოსტნეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რუსეთთან დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზა. აქ მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტურისტული ცენტრი გუდაური.
მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 3 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 40 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 39 სოფელი.
ჰავა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ჰავის სიმაღლებრივი ზონალობა: დაწყებული ზომიერ ნოტიოდან, დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავით.ზღვის დონიდან 1740 მ-ზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი მშრალი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,9°, იანვრის -5,2°, ივლისის 14,4°, აბსოლუტურ მინიმუმი -34°. ნალექები დაახლ. 800 მმ წელიწადში.
ზღვის დონიდან 1970 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 3,5°, ნალექები 1160 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია (147 მმ), მინიმუმი იანვარში (50 მმ).
2000 მ-ზე უფრო მაღლა ნამდვილზაფხულს მოკლებული ჰავაა.
3650 მ სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა -6,1°, იანვრის -15°. აბსოლუტურ მინიმუმი - 42°. თოვლის საფრის ხანგრძლივობა 277 დღე.
ნიადაგები
ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია მთა-მდელოს კორდიან და პრიმიტიულ ნიადაგებს. ტყის ღია ყომრალი ნიადაგები გვხვდება მდინარე თერგისა და მის რამდენიმე შენაკადის ხეობაში. მდინარეთა ხეობების ძირებზე არის ასევე ალუვიური ნიადაგი. მაღალმთიან ადგილებში ნიადაგი ტყის საფარს მოკლებულია. მთა მდელოს კორდიანი ნიადაგი ვრცელდება ზღვის დონიდან 1100 - 2600 მ-მდე.
შიგა წყლები
ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. აქაური მდინარეები მოკლეა (თერგის გამოკლებით), თუმცა მათ სწრაფი დინება ახასიათებთ და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევიან. ზოგიერთ მდინარეზე გვხვდება საკმაოდ მაღალი და ლამაზი ჩანჩქერები. ტბებს მყინვარული ან ვულკანური გენეზისი აქვთ, და ხასიათდებიან მცირე ფართობითა და ხშირად საყურადღებო სიღრმით.
მყინვარებს ახასიათს უკუსვლა, ფართობის შემცირება, გაპობა და სხვ. ზოგიერთი მათგანი ხეობურიდან ცირკულ მყინვარად იქცა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბევრია მინერალური წყაროებიც. არის დიდდებიტიაანი წყლებიც.
მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე აქ 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. სათავიდან შესართავამდე თერგის სიგრძე 623 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი - 43200 კმ². საშუალო წლიური ჩამონადენია - 9,6 კმ³. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე თერგის მთავარი შენაკადებია : ამალი, დევდარაკი, თეფიდონი, ჩხერი, ჩხატი, სუათისი, მნაისისწყალი, ქესია, რესისწყალი, ყაბახი, ჯიმარისწყალი (მარცხ.); ესიქომი, არმხი, არხადონი, ბიდარა, დესიკომიდონი, ხდისწყალი, სნოსწყალი (მარჯვ.).
აღნიშნული მდინარეებიდან ყველაზე მეტი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობა გააჩნიათ მდინარეებს : სნოსწყალს, ხდისწყალსა და ჩხერს.
სნოსწყალი იწყება ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მის სათავეს წარმოადგენენ მდინარეები ჯუთისწყალი (სიგრძე 13 კმ) დაქვენამთისწყალი (სიგრძე 4 კმ). სნოსწყლისა და მისი ორი მდგენელის ერთიანი სიგრძე თითქმის 45 კმ-ია. მდინარის ნიშნული სოფელ სნოსთან - 1760 მ-ია, ახალციხესთან - 1800 მ. მთავარი შენაკადებია : შინოსწყალი და ართხმოსწყალი.
მდინარე ჩხერი (სიგრძე 10 კმ) იწყება ორწვერის ქედზე, მწვერვალ შავნაბადას კალთებზე, ზღვის დონიდან 3565 მ-ზე.
მუნიციპალიტეტში უხვადაა ტბებიც და მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალი მდებარეობა აქვთ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდია ვულკანური ყელიცადის ტბა, რომლის უდიდესი სიღრმეა 13,9 მ.
აღსანიშნავია ასევე არჩვების ტბა, რომელიც განლაგებულია ყელის ზეგანზე, ზღვის დონიდან 3078 მ-ზე. სიღრმე დაახლ. 6 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაგვისთავის 3 ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდა ქვემო არაგვისთავის ტბა (ფართობი 0,07 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,5 მ).
მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კვ.კმ).მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეტისა და დევდარაკის მყინვარები.
გერგეტი მდებარეობს მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მისი სიგრძე 7 კმ-ს ჭარბობს, ფართობი კი საკმაოდ ცვალებადია (მაგ., 1970 წწ, ბოლოსათვის გერგეტის ფართობი უდრიდა 11 კვ.კმ-ს, ხოლო 1990 წწ. ბოლოს მისი ფართობი განისაზღვრებოდა 7 კვ.კმ-ით). იგი დაკიდული-ხეობის ტიპისაა.
დევდარაკი მდებარეობს მდინარე ყაბახის სათავეში. აქვს 7 კმ სიგრძე და 7,6 კვ.კმ ფართობი. იგი ძირითადად ცნობილია თავისი პულსაციური მოქმედებით, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. იგი მიეკუთვნება ხეობის ტიპის მყინვარს. დევდარაკი ფრიად ლამაზი ლანდშაფტებით ხასიათდება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის უფრო მცირე მყინვარებიც მ.შ. სუათისი, მნა, კიბიში, აბანო, ჩათა, შავანა, რესი და ა.შ.
მდინარე ერეთოსწყალზე (მთიულეთის არაგვის შენაკადი) ეშვება ჩანჩქერი „ერეთო“, რომელსაც აქვს 45 მ სიმაღლე. აღსანიშნავია ასევე არშის წყალვარდნილი, რომელზედაც არსებობს საკმაოდ საინტერესო ლეგენდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მინერალური წყლებიც. დიდდებიტიანი ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით გამოირჩევა თრუსოს ხეობა. ამას გარდა ხეობაში არის ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მნიშვნელოვანია ასევე ბიდარის ხეობაში არსებული წყლები.
რელიეფი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რელიეფი მაღალმთიან ხასიათს ატარებს. რელიეფი ძირითადად კლდოვანი და ძნელად მისადგომია. განვითარებულია ეროზიული, ვულკანური და ძველ მყინვარული რელიეფის ფორმები. სპორადულად გვხვდებაკარსტიც.
მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი და აგრეთვე მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები; გვერდითი ქედებიდან — ხოხის ქედი.
ხევის კავკასიონი ვრცელდება მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და იგი მოიცავს მდინარე თერგის ზემო დინების აუზს. გვხვდება დელუვიონი და ეფუზივები. ხევის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები: ესიქომი (3572 მ), საძელე (3307 მ),ქვენამთა (3152 მ) და ქაბარჯინა (3141 მ). გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ჯვარი (2379 მ), რომელზედაც გადადის საქართველოს სამხედრო გზა.
შანის ქედი — წარმოადგენს აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებას. იგი მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადების ხდისწყლისა და არმხის წყალგამყოფი მერიდიანული ქედია. შანის ქედი მის უდიდეს ნაწილში რთული რელიეფით ხასიათდება, რაც გამოიხატება მის უსწორასწორო პროფილში. აქ მდებარე უმეტესი მწვერვალები ძნელად მისადგომი, ციცაბოკალთებიანი და კლდოვანია. შანის ქედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შანის მასივი, რომელზეც აღმართულია ქედის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მწვერვალები. უმაღლესი მწვერვალია შანი (4451 მ). სხვა მწვერვალებია: აკაკი წერეთლის მწვერვალი (3780 მ), ილია ჭავჭავაძის მწვერვალი (3800 მ) და სხვ. 1953 წელს ქედის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ქალაქ რუსთავის სახელი დაერქვა. შანის ქედზე არის მცირე მყინვარები. მყინვარებისაგან განთავისუფლებული ადგილები მოფენილია მორენული მასალით (ღორღებითა და სხვ.).
ყუროს ქედი — წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელ განშტოებას, რომელიც ჰყოფს მდინარეებს თერგსა და ხდეს. ყუროს ქედის უმაღლესი წერტილია ყუროსწვერი (4091). ქედზე მდებარე სხვა მწვერვალებიდან, ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს შინო (4048 მ), რომელიც წარმოადგენს თოვლით შესელილ ციცაბოკალთებიან პირამიდას.
ქედზე გაბატონებულია ეროზიული და მყინვარული ფორმები. ზოგან კალთებზე გვხვდება მომცრო მყინვარები. ყუროს ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, რომელიც გამსჭვალულია კრისტალების შემცველი კვარცის ძარღვებით.
კიდეგანის ქედი — გამოეყოფა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილს. მთავარ ქედს იგი გამოეყოფა საძელისღელის უღელტეხილთან შემდეგ ვრცელდება ჩრდილოეთისაკენ და უკვე ინგუშეთის ფარგლებში ებჯინება 375 კმ სიგრძის კუესტისებურ კლდოვან ქედს. აღმართულია მწვერვალები: კიდეგანისმაღალი (4275 მ), ვაჟა-ფშაველას მწვერვალი (4200 მ), გველისმთა (3970 მ), საამღოსმაღალი (3884 მ), თათელისმაღალი (3755 მ). არის მყინვარები, მ.შ. ყველაზე მთავარია მყინვარი კიდეგანა.
შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები ერთიანდება ხდის მთათა ჯგუფში.
ხოხის ქედი — წარმოადგენს კავკასიონის გვერდით ჩრდილო ქედს. თრუსოს ქედი აკავშირებს კავკასიონის მთავარ ქედთან. იგი აღმოასავლეთ საქართველოში ყველაზე ვრცელი გამყინვარებით ხასიათდება. მასზე აღმართულია მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი წერტილი — მყინვარწვერი (5047 მ), რომელიც მძლავრი გამყინვარებით ხასიათდება. იგი ითვლება ჩამქრალ ვულკანურ კონუსად. ბოლო ხანებში ამ რაიონის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა დათბობა, რამაც გამოიწვია მყინვარების ფართობის შემცირება. ხოხის ქედზეა მწვერვალები: მაილი (4506 მ),ჯიმარაიხოხი (4780 მ), სუათისი (4466 მ), ჩათა (4099 მ), ორწვერი (4222 მ), წითიხოხი (3905 მ), სივერაუტი (3767 მ), სირხისარი(3662 მ) და სხვ.
გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მაილის უღელტეხილი (4400 მ), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ უღელტეხილს საქართველოს ფარგლებში. ხოხის ქედის ღერძული ზოლი აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კალთები აგებულია იურული წყებებით. ხოხის ქედის შტოქედებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ორწვერის ქედი, რომელზეც აღმართულია მწვერვალი შავნაბადა (3683).
ხოხის ქედი აღმოსავლეთით მთავრდება მყინვარწვერის მასივით, რომელსაც გააჩნია საკმაო ბევრი მოკლე შტოქედი, მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ბართქორთი და არჩქორთი. მასივის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს მთა ტყარშეტი (3360 მ), რომელსაც გააჩნია ვულკანური აღნაგობა. მთიდან ეშვება ამავე სახელწოდების ვულკანური ნაკადი, რომელმაც გადაკეტა თერგის ხეობა, შემდეგ მდინარემ ნაკადი გაჭრა და შექმნა ტყარშეტის კანიონი. მყინვარწვერის მასივზე ძირითადად არის ვულკანურო ფორმები.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მდინარე თერგის ხეობის ერთ-ერთი მონაკვეთი კასარა ანუ კასრისხევი, რომელსაც ახასიათებს ვიწრო კლდეკარისებრი მოყვანილობა. კასარას ეროზიული კლდეკარი გაჩენილია მთა მცირე ხორისარიდან ცამოსული 8 კმ სიგრძის ლავური ღვარის შედეგად. კასარა ვრცელდება 2-3 კმ-ზე.
მდინარე თერგს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში აქვს ორი ხეობის მონაკვეთი — დარიალი და თრუსო.
დარიალის ხეობა წარმოადგენს თერგის ხეობის ანტეცედენტურ მონაკვეთს, რომელიც 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი. დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტოიდები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში იურული თიხაფიქლებია.
თრუსოს ხეობა — მოქცეულია კავკასიონის მთავარსა და ხოხის ქედს შორის. ხეობა იწყება თრუსოს უღელტეხილთან და თავდება დაახლ. ა.გ. 44° 30′-სთან. აქვს 25 კმ სიგრძე. მისი უდაბლესი ნაწილი 2000 მეტრზეა. თრუსოს ხეობა აგებულია იურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით.
Subscribe to:
Posts (Atom)