Total Pageviews

Saturday, June 16, 2012

სამებიდან დანახული ყაზბეგი


ვიდეო




მმართველობა

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
დაბის საკრებულო — : სტეფანწმინდა;
თემის საკრებულო — 5: გორისციხე, გუდაური, კობი, სიონი, სნო.

დარიალის ხეობა

დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარეჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), პტოლემე - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.

ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეშივახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.

დარიალის ხეობაში მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარიალის ციხე. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დასავლეთიდან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარეჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), პტოლემე - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.

ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეშივახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.

დარიალის ხეობაში მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარიალის ციხე. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დასავლეთიდან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.

ბეთლემი (გამოქვაბული )

ბეთლემი, გამოქვაბული ხევში (ყაზბეგის რაიონი), მყინვარწვერის მასივზე, მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულბეთლემის ქედზე (გერგეტისა და აბანოს მყინვარების აუზთა გამყოფი). ზღვის დონიდან დაახლოებით 4100 მ. ბეთლემი გამოკვეთილია ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეში (კლდის ძირიდან 300 მ სიმაღლეზე). ბეთლემი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა".

გერგეტის სამება




გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.

ღირშესანიშნაობები


სოფელ სიონში დგას IX-X სს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა, ე.წ. ხევის სიონი.
სოფელ გარბანის ზემოთ აღმართულია - გარბანის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება IX-X სს. მიჯნას.
მნიშვნელოვანია ასევე გერგეტის სამება. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სამლოცავი იყო. მდინარე სნოსწყლის ნაპირზე განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაკზე აღმართულია სნოს ციხე. მნიშვნელოვანია აგრეთვე არშისა და დარიალის ციხესიმაგრეები.
არშის ციხე აღმართულია ციცაბი კლდეზე. ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნათ. ქართველი მეცნიერის ვახუშტის მიხედვით, არშის ციხე შექმნილია ადამიანის ხელის გარეშე და კაცთაგან შეუვალია.
მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, დაახლ. 4100 მ-ზე. ბეთლემის გამოქვაბული გამოკვლეულ იქნა 1948 წელსქართველი მთამსვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მიერ.